სუპერმარკეტების ქსელ ”ფურშეტის” ყოფილი თანამშრომლები ორი თვის ანაზღაურებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ვიდრე სუპერმარკეტების ქსელი დაიხურებოდა, იქამდე 2 თვე იმუშავეს, თუმცა აღნიშნული თვეების ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ.
როგორც ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, გადასახდელი აქვთ საბანკო კრედიტები და სხვა ვალდებულებები, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.