თბილისსა და მის შემოგარენში, თოვლის მიუხედავად, გზებზე მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება, - ამის შესახებ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა.
ინტენსიური თოვის გამო დასუფთავების სამსახურის ბრიგადებმა ტექნიკური მარილის დაყრა თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე 20:00 საათიდან დაიწყეს. კერძოდ, კოჯორში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთში.
„ღამის 02:00-03:00 საათიდან ტექნიკური მარილის დაყრა უკვე თბილისის ქუჩებში გახდა საჭირო. კერძოდ, გარეუბნებში, ნუცუბიძის ფერდობსა და ზემო ვერაზე. ამჟამად გზებზე მოძრაობის შეფერხება არსად არ არის. თბილისში და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გადაადგილების პრობლემა არ არის“, - განაცხადა ჯღარკავამ.
მისივე თქმით, გზებზე სულ დაახლოებით 300 ტონა მარილი დაიყარა.