ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გომბორი-ვერონას მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გომბორი-ვერონას მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი რჩება ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.