მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.