გამოცემა MarketWatch წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან საგანმანათლებლო აპლიკაციას, რომელიც დაგეხმარებთ თქვენს შვილებს ფულის დაზოგვა და ფულთან მოქცევა ასწავლოთ.
bankaroo
ბანკარუ 11 წლის დანი გაფინმა მამასთან ერთად შექმნა. აპლიკაცია ბავშვებს საკუთარი დანაზოგის თვალის დევნებაში ეხმარება. 5-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის შექმნილი პროგრამა მათ ბიუჯეტირებას, ფულის დაზოგვას, მიზნების დასახვასა და ბუღალტერიის საწყისებს ასწავლის.
iAllowance
ეს აპლიკაცია მშობლებსა და შვილებს შიდა ფინანსური ოპერაციების განხორციელებაში, დაგეგმარებაში, ბავშვებისთვის მიზნების დაგეგმვასა და მათ ასანაზღაურებლად ხელფასის ტიპის განრიგის შედგენაში ეხმარება.
PiggyBot
ვირტუალური ბანკინგის პრინციპზე შექმნილი აპლიკაცია 6-დან 8 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. მას შეუძლია იმ ფოტოების დაპოსტვა, რაც თქვენ შვილებს სურთ და იმის ჩვნება, თუ რა შიეძინეს. ამ გზით შესაძლებელია აუხსნათ ბავშვს საკუთარი მიზნებისა და მათი ჯილდოს შესახებ.
Yuby
აპლიკაცია 6-დან 11 წლამდე ბავშვებს საშუალებას აძლევს აკონტროლონ სკუთარი გამომუშავებული ფული, დახარჯონ და განახოციელონ შიდა ოპერაციები. აპლიკაცია მხოლოდ ვირტუალურ გამოცდილებას იძლევა და რეალურ ფინანსურ ტრანზაქციებს არ ახდენს.
USAA Bank’s mobile app
ამ ბანკს სპეციალური აპლიკაცია არ აქვს მცირე ასაკის ბავშვებისთვის, მაგრამ 13-დან ზევით ასაკის მოზარდებს მათ დანაზოგთან და დანახარჯებთან წვდომას აძლევს. აპლიკაციის მეშვეობით მშობლების თანხმობის შემდეგ მოზარდებს ონლაინ ანგარიშის გახსნა შეუძლიათ.