კელვინ კლაინის მოდის სახლის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა, დიზაინერმა რაფ სიმონსმა ლეიბლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - ლოგო შეცვალა.
ახალი ლოგოს შესახებ ინფორმაცია კელვინ კლაინის ოფიციალურ ინსტაგრამზე გავრცელდა. ”წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ლოგოს, რომელიც იბრუნებს ორიგინალის სულს”, - წერდა მოდის სახლი ინსტაგრამზე.
რაფ საიმონსმა, რომელიც კრეატიულ დირექტორად გასულ წელს დაინიშნა, სხვა სერიოზული ცვლილებებიც გაატარა. ბელგიელი დიზაინერი ასევე გეგმავს მამაკაცისა და ქალის 2017 წლის საშემოდგომო კოლექციის გაერთიანებას.