შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე მესამე თაობის მიგრანტებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას მხარი დაუჭირეს.
აღნიშნულ ცვლილებას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 55%-მა.
"ბიბისის" ინფორმაციით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება შეეხება მესამე თაობის მიგრანტებს, რომლებიც შვეიცარიაში დაიბადნენ და მიგრანტების შვილიშვილები არიან.
ქვეყანაში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, პირი, რომელიც კონფედერაციის ტერიტორიაზე დაიბადა, მოქალაქეობას ავტომატურად არ იღებს. სხვა ქვეყნის მოქალაქეები, როგორც წესი, 12 წელს ელოდებიან მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანას.
ამასთან ერთად, საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე იღებს საქალაქო საბჭო, რომელიც ზოგჯერ საზოგადოების, ანუ მეზობლების მოსაზრებას ეყრდნობა გადაწყვეტილების მიღებისას.
ახალი წესები, რომელიც დამტკიცდება რეფერენდუმის შემდეგ, საშუალებას მისცემს მესამე თაობის მიგრანტებს, თავი აარიდონ ამ ბიუროკრატიულ პროცედურებს.