შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ოფიცრებმა უაქციზო კონიაკის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან , შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, სასაქონლო ზედნადებების გამოწერის ფაქტებთან დაკავშირებით, შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.
მათივე ინფორმაციით, კერძოდ, ერთ-ერთი ფიზიკური პირის მიერ ტრანსპორტირებული საქონლის გადამოწმების შედეგად სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის (0.5 ლიტრიანი 15 ბოთლი კონიაკი) აქციზური მარკის გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. რომლის საბაზრო ღირებულებამ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნის მიხედვით, 1350 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი მოქალაქეს უსასყიდლოდ ჩამოერთვა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის 10 თებერვალს სსკ 1552 მუხლის შესაბამისად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოში ქვემდებარეობის მიხედვით გადაიგზავნა.