ხარისხიანი საათებისა და უმაღლესი ხარისხის ყველით განთქმულ შვეიცარიაში ეს ორი პროდუქტი გააერთიანეს და ყველისგან საათი შექმნეს.
1 მილიონ დოლარად შეფასებული საათი შვეიცარიელმა მესაათე ეიჩ მოუზერმა დაამზადა. თუმცა, ყველის საათი ერთგვარი პროტესტია შვეიცარიული კანონის წინააღმდეგ. კანონის თანახმად, შვეიცარიაში დამზადებული საათების მინიმუმ 60 პროცენტი ადგილობრივი კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს. მოუზერის საათები 95 პროცენტით შვეიცარიულია.
საათის ქეისი ”ზამთრის ყველისგანაა” დამზადებული. ის ამოვლებულია ფისში, ამიტომ საჭმელად უვარგისია, თუმცა მისი ხელზე ტარება საკმაოდ კომფორტულია.
ჯერჯერობით 1 მილიონ დოლარად შეფასებული ყველის საათის მყიდველი არ გამოჩენილა. თუმცა ეიჩ მოუზერის თქმით, საათის გაყიდვიდან შემოსული თანხა დამოუკიდებელ შვეიცარიელ მესაათეებს გადაერიცხებათ.