14 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6467 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.79 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 15 თებერვალს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევროც, რომლის კურსი 15 თებერვლისთვის 2.8100 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7957 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.43 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 15 თებერვლისთვის 0.726 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7120 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 15 თებერვლისთვის 3.2988 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2892 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.96 თეთრი შეადგინა.