„ღვინის 11 დიდებული რეგიონი, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არასდროს გსმენიათ“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN.
11 დიდებულ ღვინის რეგიონს შორის გამოცემა საქართველოსაც ასახელებს. როგორც გამოცემა წერს, საქართველო მსოფლიოში ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი რეგიონია.
„საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ცნობილია არა წვნიანი ატმით, არამედ ყურძნის მრავალფეროვნებით. საქართველო, ქვეყანა და არა შტატი, მსოფლიოში ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი რეგიონია. არქეოლოგებმა ღვინის დამზადების მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს ერამდე 6 000 წლით თარიღდება. კახეთი საქართველოს ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონია. ღვინის კასრებში ან ფოლადის კონტეინერებში დამზადების ნაცვლად ქართული ყურძნის დუღილი თიხის ჭურჭელში, ქვევრში ხდება. შედეგად მიღებული ტკბილი გემო სასიამოვნოა და განსხვავებულია დასავლური ღვინის ჩვეული გემოსგან“, - წერს CNN.
საუკეთესო რეგიონებს შორის გამოცემამ ასევე დაასახელა მიანმარის, სლოვენიის, პორტუგალიის, კანადის, ნიუ იორკის, სამხრეთ აფრიკის, კანარის კუნძულების, იტალიის, კალიფორნიისა და ვისკონსინის შტატების რეგიონები.