ლოკალური აი-ტი დისტრიბუტორი, კომპანია დილაინი, კორპორაცია „Microsoft-ის“ ეგიდით ახორციელებს ახალ პროგრამას - „მარტივი ლიცენზირება“

პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესებს გაუმარტივდეს ლიცენზირება მათთვის მისაღები პირობების შეთავაზებით. ლიცენზირების პროცესი სპეციალურადაა გამარტივებული იმისთვის, რომ კომპანიებმა მოარგონ პირობები თავისი ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით.

bpnახლა უკვე კომპანიებს შეუძლიათ აირჩიონ ლიცენზირების მათთვის მისაღები, ოპტიმალური მეთოდები, რაშიც იგულისხმება როგორც ტექნიკური მომსახურება, ასევე გადახდის მარტივი და მოსახერხებელი ფორმა - ერთ წლამდე ლიზინგი. ლიცენზირების ღირებულების დაფარვის გამარტივების მიზნით, დაინერგა ახალი, მოსახერხებელი გადახდის ფორმა - ერთ წლამდე ლიზინგის სახით. დაინტერესებულ კომპანიებს შეეძლებათ ღირებულების ერთჯერადად დაფარვის ნაცვლად, მომსახურების საფასური 10 თვეზე გადაანაწილონ და რაც მთავარია, ყოველგვარი საპროცენტო დანამატის გარეშე. ასევე, „მარტივი ლიცენზირების“ პროგრამის ფარგლებში კომპანიებს მოეცემათ შესაძლებლობა მიიღონ პროფესიონალური მხარდაჭერა „მაიკროსოფტის“ ავტორიზებული პარტნიორებისგან.

რა უპირატესობები აქვს „მარტივი ლიცენზირების“ პროგრამას კომპანიებისთვის?

„მარტივი ლიცენზირების პროგრამა“ უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას ვირუსული და მავნე პროგრამებისგან, პირადი ინფორმაციის გაჟონვის რისკების შემცირებას, ტექნიკურ დახმარებას და იურიდიული პასუხისმგებლობების თავიდან არიდებას.

რატომ მჭირდება ოფიციალური ლიცენზია?

ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ამოქმედდა კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს მხოლოდ ლიცენზირებული პროგრამების გამოყენებას. საწინააღმდეგო ქმედება კანონით დასჯადია და იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების დაკისრებას.

პროგრამის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის ვებ-გვერდზეwww.simple.ge

(R)