საქართველოში დასაქმება მარტივი ნამდვილად არ არის, ამ პრობლემის წინაშე, განსაკუთრებით ახალგაზრდები დგანან. როგორც "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, სრული განაკვეთით ახალგაზრდების მხოლოდ 19%-ია დასაქმებული, ნახევარ განაკვეთზე კი 7% მუშაობს.
ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი პროფესია ბევრი არ არის, თუმცა "საქსტატის" 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, Allnews.ge ყველაზე მაღალანაზღაურებად საქმიანობებს გთავაზობთ:
1. საფინანსო საქმიანობა - საშუალო თვიური ანაზღაურება 1 691,4 ლარს შეადგენს. აღნიშნულმა სფერომ საქართველოში ფეხი წარმატებით მოიკიდა, რადგან საბანკო საქმიანობის განვითარებასთან ერთად, საკმაოდ ბევრი მიკროსაფინანსო და მსგავსი ტიპის ორგანიზაცია ფუნქციონირებს, მოსახლეობა კი მათი მომსახურებით აქტიურად სარგებლობს.
2. სახელმწიფო მმართველობა
- სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება ქვეყანაში ერთ-ერთია, ყველაზე მაღალთა შორის და 1 342,7 ლარს შეადგენს.3. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 1 189 ლარია. აღნიშნული საქმიანობა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც ერთ-ერთი წამყვანია და ხალხის დასაქმებასაც აქტიურად ახდენს.
4. მშენებლობა - სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 182 ლარია.
5. ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის განაწილების სფერო - 1 117,2 ლარი. აღნიშნული საქმიანობა მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია, შესაბამისად აღნიშნულ სფეროში დასაქმება მუდმივად ხდება. იხილეთ გაგრძელება