ნიდერლანდებში "მფრინავი ავტომობილები" იყიდება

ჰოლანდიურმა კომპანია PAL-V-მ "მსოფლიოში პირველი სერიული მფრინავი ავტომობილის" გაყიდვა დაიწყო. მსურველებს უკვე შეუძლიათ რიგში ადგილების დაჯავშნა. ავტომობილი კი, რომელსაც PAL-V Liberty ერქმევა, 2018 წლის ბოლოს გამოვა.

რა არის მფრინავი ავტომობილი?

გარეგნულად ის სამბორბლიან, მცირელიტრაჟიანი ავტომობილს ჰგავს, მაგრამ უკან მას პროპელერი და მზიდი ხრახნის დაკეცილი ფრთები აქვს. "საჰაერო რეჟიმში" PAL-V Liberty ვერტმფრენს ჰგავს, თუმცა აფრენას და დაშვებას ის ჩვეულებრივი თვითმფრინავის მსგავსად ახორციელებს.

გაქანებისთვის მას მინიმუმ 180-მეტრიანი სწორი ზედაპირი სჭირდება, ამიტომ აფრენა და დაშვება მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ ბილიკებზეა შესაძლებელი.

რა ღირს?

ძალიან ძვირი. "იაფი" კომპლექტაციის PAL-V Liberty Sport 400 ათასი დოლარი ეღირება, მაგრამ ხელმისაწვდომი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც 600 ათასდოლარიანი 90-ვე პრემიალური ეგზემპლარი (Pioneer Edition) გაიყიდება.

უსაფრთხოა?

ეს უცნობია. მფრივანი ავტომობილების მართვის გამოცდილება მხოლოდ მათ მწარმოებლებს აქვთ და ამ მხრივ არანაირი სტატისტიკა არ არსებობს.

მფრინავი ავტომობილისთვის სპეციალური მართვის მოწმობაა საჭირო?

დიახ. როგორც კი ავტომობილი ჰაერში აღმოჩნდება, ის აღარ ითვლება ავტომობილად და მფრინავი აპარატების კატეგორიაში გადის. შესაბამისად, მისი მართვა მხოლოდ პილოტს შეუძლია.

მფრინავ ავტომობილს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება?

რა თქმა უნდა, თანაც უფრო საგულდაგულოდ, ვიდრე ჩვეულებრივ ავტომობილს. აპარატი ყოველი გაფრენის წინ უნდა შეამოწმოთ. ის ხშირად სპეციალისტის დათვალიერებასაც საჭიროებს. მაგალითად, PAL-V-ს ტექდათვალიერება ყოველი 100 საათი ფრენის შემდეგ არის აუცილებელი. იხილეთ გაგრძელება