რა საჩუქარი მიიღო პარაოლიმპიელმა ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასის გათამაშებამდე რამდენიმე საათით ადრე

ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი დღეს უნგრეთში მსოფლიო თასის გათამაშებზე საასპარეზოდ გაემგზავრა. ირმა აქტიურადაა სპორტში ჩართული. ის არაერთ საერთაშორისო ტურინირში მონაწილეობდა. ყველაზე დიდ შედეგს კი 2015 წლის სექტემბერში მიაღწია, როდესაც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

წასვლამდე ირმას კომპანია iTechnic-ის თანამშრომლებმა თბილისის მერიის პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორთან შალვა მაისურაძესთან ერთად ვალენტინობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

bpn”ჩვენი კომპანია ერთგულ მომხმარებლებს ხშირად უკეთებს საჩუქრებს. ამჯერად ირმა ხეცურიანისა და მისი მეუღლის დასაჩუქრება გადავწყვიტეთ. ისინი iTechnic-ის ერთგული მომხმარებლები არიან. ირმას კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევას ვუსურვებთ,” - აღნიშნა iTechnic-ის მარკეტინგის მენეჯერმა ირაკლი ქირიამ.

”აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით, რადგან საჩუქრებით განებივრებული არ ვარ. პირიქით, მე მიყვარს სხვებისთვის სიურპრიზების კეთება. ეს საჩუქარი დიდი სტიმულია ჩემთვის და ის ჩემთან ერთად იმოგზაურებს უნგრეთში, სადაც მსოფლიო თასის გათამაშებაზე მივემგზავრები,” - თქვა პარაოლიმპიელმა ირმა ხეცურიანმა.