2017 წელს ციფრულ რეკლამაზე დანახარჯები სავარაუდოდ, პირველად გადაუსწრებს სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯებს.
მედია კვლევითი კომპანია Magna-ს პროგნოზით, ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები მიმდინარე წელს ნომერ პირველი მედია კატეგორია გახდება რეკლამის მაზარზე. კომპანიის მონაცემებით, ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები გლობალური სარეკლამო ბაზრის 40%-ს შეადგენს და 202 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.
რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას, კომპანიის პროგნოზით, ამ სექტორში დანახარჯების წილი მსოფლიო სარეკლამო ბაზრის 36% იქნება და 186 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით, რეკლამაზე დანახარჯები 2016 წელს 5,7%-ით 493 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2010 წლის შემდეგ.
„მაგნას“ მონაცემებით, ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები გასულ წელს 17%-ით 178 მილიარად დოლარამდე გაიზარდა. კომპანიის პროგნოზით, 2021 წლისთვის ინტერნერტ რეკლამის წილი გლობალურ სარეკლამო ბაზარზე 50%-მდე გაიზრდება და 299 მილიარდ დოლარს შეადგენს, სატალევიზიო რეკლამის წილი კი 33% იქნება, რაც 195 მილიარდი დოლარის ტოლია.
თუმცა, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე მიმდინარე წელს მსოფლიო ბაზარზე სარეკლამო დანახარჯები 3,6%-მდე შემცირდება.