7 წლის ინგლისელმა გოგონამ, ქლოე ბრიჯუოთერმა „გუგლში“ სამსახურის დაწყების სურვილის შესახებ წერილი გაგზავნა.
„მე მქვია ქლოე. დიდი რომ გავიზრდები, მინდა „გუგლში“ დავიწყო მუშაობა. გარდა ამისა, მინდა ვმუშაობდა შოკოლადის ქარხანაში და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე ცურვაში. 7 წლის ვარ და ჩემი მასწავლებელი ამბობს, რომ ძალიან კარგად ვსწავლობ," - წერს 7 წლის ქლოე "გუგლისთვის" გაგზავნილ წერილში.
რამდენიმე დღეში გოგონას წერილს თავად "გუგლის" აღმასრულებელი დირექტორი სანდარ პიჩაი პირადად გამოეხმაურა.
„მოუთმენლად დაველოდები შენს აპლიკაციას, როცა სკოლას დაამთავრებ,“ - პასუხობს უპასუხა გოგონას სანდარ პიჩაიმ.
საპასუხო წერილს გოგონას მამა აქვეყნებს, რომლის ავთენტურობას „ბიზნეს ინსაიდერი“ ადასტურებს.