ღვინის მწარმოებელი “შატო სვანიძე” წელს ღვინის წარმოების 300%-ით ზრდას გეგმავს. ბაზარზე კი მალე რამდენიმე ახალ ბრენდს გამოიტანს და ადგილობრივი ბაზრის გარდა, საექსპორტო ბაზარზეც გაიტანს.
ამ დროისთვის კომპანია წელიწადში 6 000 ბოთლამდე რქაწითელს, საფერავსა და მუკუზანს აწარმოებს, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს, წარმოების გაზრდა მიღებული დაკვეთების ფონზე იგეგმება.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ 2017 წელს 18-20 ათასი ბოთლი ღვინის ჩამოსხმას აპირებს, რადგანაც ლონდონიდან და რუსეთიდან გარკვეული შეკვეთები უკვე მიიღო. იხილეთ გაგრძელება