ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საერთაშორისო გამოფენაში IBTM Arabia მიიღო მონაწილეობა.
როგორც ადმინისტრაციიდან იუწყებიან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე აბუ დაბიში ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო წარმოადგენდა.
”IBTM Arabia-ს ფარგლებში რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და ევროპულ კომპანიებთან შეხვედრები გაიმართა. კონფერენციის მიმდინარეობისას, საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ წარმოადგინა ახალი MICE კატალოგი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას წევრების შესახებ. (DMCs, PCOsandHotels) სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს, როგორც MICE-ის დანიშნულების ადგილით დაინტერესდნენ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და კერძო სექტორის მიერ გატარებული მარკეტინგული აქტივობების შედეგად, სპარსეთის ყურის ქვეყნებისათვის საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილად არის მიჩნეული. ტურიზმსი ეროვნული ადმინისტრაცია მუშაობას აგრძელებს სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზრიდან, როგორც დამსვენებლების, ასევე საქმიანი მიზნით მოგზაურთა მოზიდვისათვის”, - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.