Mercedes-Maybach G650 Landaulet ყველაზე ძვირად ღირებული „გელენდვაგენია“

ავტომობილი, რომელიც დასავლურმა მედიამ უკვე შერაცხა, როგორც მიმდინარე თაობის G-Class-ის „გედის სიმღერა“, „გელენდვაგენების“ გამაში ყველაზე მაღლა დგას. მისი ჩვენება მარტის თვეში ჟენევის ავტოშოუზე იგეგმება, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით ადრე სიახლის ოფიციალური ფოტოები გაავრცელა.

ავტომობილი, რომლის გაყიდვები მიმდინარე წლის დასასრულს დაიწყება, მხოლოდ 99 ერთეული გამოვა. რაც შეეხება ფასს, ის ჯერ არ კონკრეტდება. თუმცა დიდი ალბათობით 300 ათას ევროს გასცდება.

მდიდრული ოთხადგილიანი ავტომობილი სტანდარტული G კლასისგან ზომითაც განსხვავდება, ის უფრო გრძელი (5345მმ), განიერი (2110მმ) და მაღალია (2335მმ). სწორედ ძვირად ღირებული ინტერიერი და ნახევრადღია სახურავი განასხვავებს მას სტანდარტული მოდელებისგან, რამაც ასევე განაპირობა, მისთვის მიენიჭებინათ სახელი - Maybach G650 Landaulet-ი, 650 კი მის სიმძლავრეს აღნიშნავს. ავტომობილი აღჭურვილია 6,0 ლიტრიანი V12 ბენზინის ძრავით, რომელიც 621 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და გამოიყენება G65 AMG ვერსიაში.

წლის ბოლოდან „მერსედესი“ 38 წლის განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელი ავტომობილის ახალი თაობის წარმოდგენას გეგმავს.

კოკა კვირკველია