სოციალური ქსელი Facebook უახლოეს მომავალში გეგმავს მოხმარებაში ჩაუშვას აპლიკაცია, რომელიც საკუთარი სიახლეების ველიდან ტელევიზორის მეშვეობით ვიდეოს ყურების საშუალებას მოგვცემს. მათ შორის შესაძლებელი იქნება ვიდეოს ნახვა, როგორც Apple TV და Fire TV-ზე, ასევე Samsung Electronics-ის მიერ წარმოებულ სმარტ ტელევიზორებზე.
ახალი აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ ვიდეოს ნახვას, რომლებიც გააზიარეს მათმა მეგობრებმა ან ჯგუფებმა. ასევე შესაძლებელი იქნება პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია და იმ ვიდეოების ნახვა, რომელიც მომხმარებელმა „მოგვიანებით“ საყურებლად შეინახა.
„ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ კონტენტით და ამისთვის ერთნაირად გამოიყენონ ტელეფონი, კომპიუტერი თუ ტელევიზორი“, - განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა დენ როუზმა.
ამას გარდა, Facebook-მა ვიდეოსთან დაკავშირებული სხვა სიახლეებიც შეიტანა. ამიერიდან გამოსახულების ხმა ავტომატურად ჩაირთვება, თუ ტელეფონი უხმო რეჟიმზე არ იქნება ჩართული.
კოკა კვირკველია