”მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო” “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაცნობის მიზნით, პარლამენტში ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს.
საკითხთან დაკავშირებით ინიციატივა დეპუტატმა სერგო რატიანმა წარადგინა.
„აუცილებელია, რომ პარლამენტში ნდობის ჯგუფი შეიქმნას. ჩვენ, დეპუტატებმა აუცილებლად უნდა ვნახოთ ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მაღალ ინტერესს. ,,გაზპრომთან’’ დადებული ხელშეკრულების ნახვა არის პარლამენტის ღირსების საკითხი“,- აცხადებს სერგო რატიანი.