ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6429 ლარი გახდა

17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6429 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6419 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 18 თებერვალს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 18 თებერვლისთვის 2.8150 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8089 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.61 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 18 თებერვლისთვის 0.7189 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7184 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 18 თებერვლისთვის 3.2812 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3063 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 2.51 შეადგინა.