საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-მა (PwC) თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმა წარმოადგინა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული კონცეფციის თანახმად, რომელიც კომპანიამ მთავრობის წარმომადგენლებს უკვე წარუდგინა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონები და კომერციული ობიექტები მოეწყობა.
პროექტის განხორციელების პირველი ფაზა 2017 წელს დაიწყება და 2028 წელს დასრულდება.
კონცეფცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით უნიკალურია და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.
საკონსულტაციო კომპანია PwC მსოფლიოს 157 ქვეყანაშია წარმოდგენილი.