თანამედროვე მობილური ტელეფონები საშუალებას იძლევა ერთდროულად როგორც კომუნიკაციის, ისე გართობისა და სხვა მრავალი ფუნქცია შეითავსოს. შესაბამისად, ყველანი ვცდილობთ, კარგი მონაცემების მქონე, ძლიერი სმარტფონები შევიძინოთ.
იმის გასარკვევად თუ რომელი ტელეფონებია საქართველოში ყველაზე გაყიდვადი, Allnews.ge რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა. სია ასე გამოიყურება:
1. Samsung Galaxy S6 - სმარტფონის ღირებულება, მისი მეხსიერების მიხედვით იცვლება, თუმცა 32GB-იანი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, შეგიძლიათ, დაახლოებით 1459 ლარად შეიძინოთ.
2. Samsung Galaxy S7 Edge - მისი ღირებულება 1 899 ლარია. ტელეფონში ორი სიმ ბარათის განთავსება შეგიძლიათ და მისი მეხსიერება 32GB-ია.
3. iPhone 7 - 128GB მეხსიერების ტელეფონის ღირებულება, 2 499 ლარია.
4. iPhone 6S - მისი ღირებულება ამჟამად 1 899 ლარია.
5. Huawei P8 lite - სმარტფონის ღირებულება დაახლოებით, 529 ლარია. მასში ორი სიმ ბარათის განთავსებაა შესაძლებელი.
6. Huawei P9 lite - მისი შეძენა დაახლოებით, 699 ლარად შეგიძლიათ. ცხადია, განვადების შემთხვევაში, ნებისმიერ ტელეფონის ღირებულება მინიმუმ 20 ლარით მოიმატებს.
როგორ აღმოჩნდა, აღნიშნული მობილური ტელეფონები, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე გაყიდვადია HTC 10, LG G5, Lenovo Moto G4, iPhone Se.
არჩევანი ფართოა, მთავარია შეარჩიოთ სმარტფონი, რომელიც შესაფერისი როგორც თქვენი ბიუჯეტისთვის, ისე ცხოვრების სტილისთვისაც იქნება.
მარიამ მენაბდიშვილი
წყარი ALLNEWS