ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Petromidia საქმიანობას აფართოვებს

2017 წელს მილსადენი, რომლის საშუალებითაც ნედლი ნავთობი ყაზახეთიდან და რუსეთიდან შავი ზღვის რეგიონს მიეწოდება, გააორმაგებს ტრანსფერის მოცულობას წელიწადში 65 მილიონ ტონამდე. ეს პროექტი გააერთიანებს იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც გაფორმდა 2016 წლის ბოლოს ჩინურ კომპანია CEFC-სა და ყაზახეთის ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas(KMG) შორის. ეს უკანასკნელი KMG International-ის ერთპიროვნული აქციონერია, ჯგუფისა რომელიც თავის მხრივ „რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელია.

კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC), რომელიც 1992 წელს შეიქმნა, ნავთობის გადაზიდვის უმსხვილესი საერთაშორისო პროექტია, რომელიც მოიპოვებს და ახდენს ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას დასავლეთ ყაზახეთის უდიდესი ნავთობსარეწიდან, მათ შორის რუსეთში, ნოვოროსიისკის ნავსადგურში, რომელიც შავ ზღვაში მდებარეობს.

ეს არის 1,500 კმ სიგრძის მილსადენი, დაახლოებით 28.3 მილიონი ტონა/წელიწადში გამტარი მოცულობით; ის 2003 წლის აპრილში შევიდა ექსპლუატაციაში. აღნიშნული პროექტის მთავარი აქციონერები და ბენეფიციარები არიან რუსეთი (24%), ყაზახეთი (20.7%) და ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ნავთობკომპანიები, როგორიცაა Chevron, Shell, Eni, Lukoil, Mobil ან Rosneft.

კომპანია CPC-მ, რომელიც ამჟამად მილსადენის მუშაობას ხელმძღვანელობს, გასულ კვირას განაცხადა, რომ მიმდინარე წელს გამოყოფს დაახლოებით 150 მილიონ აშშ დოლარს გამტარუნარიანობის მოცულობის გაფართოების პროექტის დასრულებისა და, შესაბამისად, ნედლი ნავთობის 6 ახალი საქაჩი სადგურის მშენებლობისთვის რუსეთსა და ყაზახეთში (აქედან ორი სადგური იქნება ასტრახანის რეგიონში და ერთ-ერთი კრასნოდარში, სტავროპოლსა და კალმიკიაში).

კომპანიამ განაცხადა, რომ მან მიიღო ახალი ინფორმაცია ორ სახელმწიფოში ნავთობმწარმოებლების გეგმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ წელს მოიპოვონ 65.7 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი, აქედან 54.7 მილიონი ტონა ყაზახეთიდან.

ყაზახეთში ნედლი ნავთობის წარმოება იზრდება

გასულ წელს ყაზახეთის 2 უმსხვილესი ნავთობსარეწის ოპერატორმა განაცხადა იმ ორი მნიშვნელოვანი ეტაპის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების გრძელვადიან გაზრდას. ამგვარად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ტენგიზის ტერმინალის აქციონერები გამოყოფენ 36.8 მილიარდ აშშ დოლარს 2022 წლამდე დღიური წარმოების 260,000 ბარელიდან დაახლოებით ერთი მილიონი ბარელამდე გასაზრდელად. ეს ნავთობსარეწი, რომელიც 1979 წელს იქნა აღმოჩენილი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ზეგიგანტური ნავთობსარეწია, სადაც 6-9 მილიარდი ბარელი ნავთობის მოპოვების პოტენციალი არსებობს (დაახლოებით 1 მილიარდი ტონა). ამავე დროს, ამოქმედდა კაშაგანის ტერმინალი, ნავთობის ყველაზე მასშტაბური აღმოჩენა უკანასკნელი 40 წლის მანძილზე, სადაც მოპოვებული ნედლი ნავთობის მოცულობამ 2016 წელს ერთი მილიონი ტონა შეადგინა. ოფშორული ნავთობსარეწი კასპიის ზღვაში აღმოაჩინეს 2000 წელს, სადაც დაახლოებით 4.8 მილიარდი ტონა ნედლი ნავთობისა და 1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რეზერვები არსებობს.

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის, კანატ ბოზუმბაევის განცხადების თანახმად, 2016 წელს წარმოების საერთო მოცულობამ 78 მილიონ ტონას მიაღწია, რაც დაგეგმილ 75.5 მილიონ ტონაზე მეტია. აღნიშნული რაოდენობის ნავთობის დაახლოებით 62 მილიონი ტონა ექსპორტზე წავიდა, ხოლო 40 მილიონი ტონა გაიგზავნა შავი ზღვის რეგიონში CPC-ის (კასპიის მილსადენის კონსორციუმი) მილსადენის მეშვეობით. ამავდროულად, ჩინეთში ყაზახეთიდან ნედლი ნავთობის ექსპორტმა გასულ წელს დაახლოებით 20 მილიონი ტონა შეადგინა.

ამ პროექტებს საერთო აქვთ ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია – KazMunayGas (KMG), რომელიც წილებს ფლობს როგორც CPC მილსადენზე (19%), ისე ტენგიზისა (20%) და კაშაგანის 2 ნავთობ ტერმინალზე (16%). გარდა ამისა, 2008 წლის შემდეგ, KMG-ი ბათუმის ნავსადგურის ნავთობტერმინალის ერთპიროვნული მფლობელია.

უფრო მეტიც, KazMunayGas-ი ასევე უზრუნველყოფს ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას CPC-ის საწყის პუნქტ - ნოვოროსიისკის ნავსადგურიდან (შავი ზღვის აუზი) "მიდიის" ნავსადგურში და ნავოდარის ნავთობტერმინალში Petromidia, რომელიც ყველაზე მსხვილი ერთეულია რუმინეთში და ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა შავი ზღვის რეგიონში. 2011 წლის შემდეგ, KMG-მა თავისი კომპანიის, KazMorTransFlot-ის საშუალებით გააფართოვა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ოპერაციები შავ ზღვაში – ხმელთაშუა ზღვაში, რომლის ხელშესაწყობადაც ააგო ორი "აფრამაქსის" ტიპის ნავთობის ავზი 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციით.

KMG, სტრატეგიული პარტნიორობა CEFC-თან

გასული წლის ბოლოს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGaz-მა (KMG) ჩინურ კომპანია CEFC-თან სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი გააფორმა, რითაც KMG International Group-ის (ყოფილი Rompetrol Group) საქმიანობა და ოპერაციები განვითარებისა და გაერთიანების პლატფორმას შექმნის ორი კომპანიის წარმომადგენლობისთვის, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ისე ევროპაში. ამგვარად, CEFC-ი გახდება KMG International-ის აქციონერი, რომელიც მფლობელობაში აიღებს აქციების 51%, ხოლო დარჩენილი 49% -ის მფლობელი იქნება KMG; ტრანზაქციის დასრულების ვადაა ივნისის ბოლო.

შეთანხმებისამებრ, „რომპეტროლი“ ისევ მიიღებს ნედლ ნავთობს ყაზახეთიდან იმისათვის, რომ მოამარაგოს თავისი ორი გადამამუშავებელი ქარხანა Vega და Petromidia რუმინეთში: 125 მილიონი ტონა ნავთობი მომდევნო 15 წელში (8.4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი წელიწადში), რაც არამარტო უზრუნველყოფს Petromidia-ს ხანგრძლივ ფუნქციონირებას, არამედ ასევე ხელსაყრელია რუმინეთის მწარმოებლურობის უზრუნველყოფისთვის, იმ კუთხით, რომ ის ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთის ფედერაციის რესურსებზე.

უფრო მეტიც, Petromidia-ს, როგორც რუმინეთის ყველაზე დიდი გადამამუშავებელი ქარხანას, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს, შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი წლიური საწარმოო მოცულობა ახლო მომავალში.

“ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველა ეს ეკონომიკური კვლევა. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყურადღებით განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ახლო მომავალში. ჩვენ არ ვგულისხმობთ მოცულობის გაორმაგებას, როგორც ასეთი, არამედ მოცულობის გაზრდას 7-8 მილიონ ტონამდე”, - განაცხადა KazMunayGas International-ის კორპორაციული განვითარებისა და სტრატეგიის განყოფილების ვიცე-თავმჯდომარემ ალექსეი გოლოვინმა.

მონაცემები ეყრდნობა დადებით ჰიპოთეზას, ვინაიდან „რომპეტროლისთვის“ გასული წელი განსაკუთრებული იყო. “ჩვენ ყოველ წელს ახალ რეკორდს ვამყარებთ და იგივე მოხდა 2016 წელსაც. ამის დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს. ქარხნის წარმოების დღიური მოცულობა საშუალოდ 15.7კტ-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია Petromidia-ს გადამამუშავებელი ქარხნისთვის; ასეთივე მაღალი მაჩვენებელია გაზ-ნავთობის კუთხითაც, რომელიც 2.52 მილიონ ტონას შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ენერგო ინტენსივობის ინდექსი ყველაზე დაბალი იყო, მაშინ როდესაც ჩვენი ენერგო ეფექტურობა ყოველწლიურად იზრდება, ბოლო ათი წლის განმავლობაში გადამუშავების ყველაზე დაბალი ფასის პარალელურად”, - განმარტავს გოლოვინი.

CEFC-თან პარტნიორობის გამო, საინვესტიციო პროგნოზი მომავალი 5 წლისთვის შეიძლება გაიზარდოს სულ მცირე 3 მილიარდ დოლარამდე; ეს თანხა გამოიყოფა KMG International Group-ის მხარდაჭერისა და სტრატეგიული განვითარებისთვის. რუმინეთში, როგორც შესაბამისი მოქმედებებისა და ოპერაციების მთავარ პლატფორმა.

“ჩვენ არ ვგულისხმობთ მოცულობის გაორმაგებას, როგორც ასეთი, არამედ მოცულობის გაზრდას დაახლოებით 5 მილიონი ტონიდან 7-8 მილიონ ტონამდე”, - აღნიშნა ალექსეი გოლოვინმა, KazMunayGas-ის საერთაშორისო კორპორაციული განვითარებისა და სტრატეგიის განყოფილების ვიცე-თავმჯდომარემ. (R)

bpn