მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, პატრიარქს აეროპორტში დახვდნენ, თბილისის მერია ავტობუსებით უფასოდ მოემსახურება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს , - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.

მათი განმარტებით, მრევლს Man-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება.

"ავტობუსები 14:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ", - აცხადებენ მერიაში.