ბოლო პერიოდში საწვავი სამ ეტაპად, ჯამში, 50 თეთრით გაძვირდა და ეს მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლების მთავარი დაპირება სწორედ საწვავზე ფასის შემცირება იყო , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მელიქიშვილმა აღნიშნა, საწვავზე ფასის ზრდა პირდაპირ იწვევს როგორც სხვადასხვა სახის მომსახურების, ასევე პროდუქტებზე ფასის გაზრდას, რაც მძიმედ აწვება მოსახლეობას.
,,საწვავის გაიაფების დაპირებით მოსული ხელისუფლების პირობებში, თითქმის ყოველდღიურად იზრდება მისი ფასი, რაზეც ლარის გაუფასურებამ და აქციზზე ფასის მატებამ იმოქმედა, თუმცა ჩინოვნიკებმა არც კი იციან საწვავზე ფასის ზრდის შესახებ, რადგან მათ ავზებს ჩვენი ჯიბიდან გადახდილი თანხით ვუვსებთ. სასწრაფოდ უნდა შემცირდეს აქციზზე ფასი, ასევე უნდა შემცირდეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მნიშვნელოვანია შეთანხმებულ ფასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გამოირიცხოს. გაძვირების მესამე ეტაპზე, საერთაშორისო ფასი საერთოდ არ გაზრდილა. რას აკეთებს ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო და ბატონი ხადური, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თავისი "წარმატებული მუშაობით’’ ფინანსთა სამინისტროში ამ ეჭვის გასაქარწყლებლად? არაფერს აკეთებს“, - განაცხადა მელიქიშვილმა.