2017 წლის იანვარში საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67% შეადგინა.
"საქსტატის" მონაცემებით, იანვარში საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო, რომლის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან 86 მილიონი დოლარი შეადგინა.
თურქეთს მოსდევს აზერბაიჯანი - 73 მილიონი დოლარი, რუსეთი - 72 მილიონი დოლარი, ჩინეთი - 64 მილიონი დოლარი და გერმანია - 31 მილიონი დოლარით.
ათეულში ასევე მოხვდნენ უკრაინა, სომხეთი, იტალია, რუმინეთი და აშშ.