ჩინეთის პროვინცია ჰენანში, რკინიგზის სადგურზე პირველი რობოტი-პატრული მუშაობს.
ამის შესახებ China News Service იუწყება.
რობოტი ქალაქ ჩჟენჩჟოუს ჩქაროსნული მატარებლების მოსაცდელ დარბაზში იმორიგევებს. სააგენტოს ინფორმაციით, რობოტს დაცვითი ფუნქციების შესრულება, მგზავრების სახეების სკანირება და ამოცნობა შეუძლია. მას ასევე მგზავრების კითხვებზე პასუხი, ტემპერატურის დონის სკანირება და ხანძრის საშიშროების შესახებ ინფორმირება შეუძლია.
პირველი კვირის მანძილზე რობოტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რის შემდეგაც ღამის საათებში მუდმივი მორიგეობა დაევალება.