20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6386 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6429 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.43 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 21 თებერვალს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 21 თებერვლისთვის 2.8017 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8150 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.33 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 21 თებერვლისთვის 0.7254 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7189 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.65 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 21 თებერვლისთვის 3.2872 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2812 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.06 შეადგინა.