სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 19 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო საავტომობილო“ და „სარფი“ , მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 4,800 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით.