შემოსავლების სამსახურს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ეწვია

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს ვიქტორ გასპარს შეხვდა.

როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს შემოსავლების სამსახურსა და სავალუტო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები. აქვე, აღინიშნა ტექნიკური დახმარების ახალი, სამწლიანი პროექტის დაწყების შესაძლებლობაც, რომლის მიზანი შემოსავლების სამსახურის 2017-2020 წლის სტრატეგიის მხარდაჭერაა, რაც თავის მხრივ, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას გამოიწვევს.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა ფონდს 2012 წლიდან შემოსავლების სამსახურისთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.