3 ქართველი მამაკაცი, რომლებმაც რუსეთში მილიონები იშოვეს

საქართველოს არც ისე ბევრი მილიონერი ჰყავს, მათი რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს.

განსხვავებულია მათი მიზნები, ამბიციები, პოლიტიკური შეხედულებები თუ გზები დიდი ფულის საშოვნელად, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ - თითოეულმა მათგანმა ფული საზღვარგარეთ, მეტწილად რუსეთში იშოვა.

ანზორ კიკალიშვილი

ოფიციალური მონაცემებით, ანზორ კიკალიშვილი 1 მილიარდს ფლობს. ქართველმა მილიონერმა რუსეთში დიდი ფული წარმატებით მოიპოვა, რასაც ვერ ვიტყვით მის რეპუტაციაზე. მართალია, კიკალიშვილს ოფიციალურად არავინ აღიარებს კრიმინალად, თუმცა ისიც ფაქტია, რომ წლების განმავლობაში, ის საერთაშორისო სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო - აკრძალული ჰქონდა ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა, ლიტვაში ჩასული კი, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და უკან, რუსეთში გააბრუნეს. თავად ანზორ კიკალიშვილი მის გარშემო ატეხილ ხმაურს, ფილოსოფიურად უდგება - დრო ყველაფერს განსჯისო, ამბობს.

ზურაბ წერეთელი

მორიგი მილიონერი, რომელმაც ქონება რუსეთში მოღვაწეობით დააგროვა, არა ბიზნესმენი, არამედ ხელოვანი ზურაბ წერეთელია. რუსეთის ფედერაციაში ბევრი ქართველი ხელოვანია, თუმცა ის ერთადერთია, რომლის შემოსავალმა მილიონებს მიაღწია. მართალია, მისი ნამუშევრები საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, თუმცა ფაქტია, რომ ეს არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი წერეთლის გამდიდრებისთვის.

რომან ფიფია

რომან ფიფია რუსეთში გამდიდრებული კიდევ ერთი ქართველი მამაკაცია. მილიარდერი ქართველი ბიზნესმენი რომან ფიფია 1966 წელს, გაგრაში დაიბადა. 17 წლის ასაკში, ბევრი მომავალი ქართველი მილიარდერის მსგავსად, ქონების დასაგროვებლად მანაც რუსეთს, კონკრეტულად კი ვოლგისპირეთის დედაქალაქს - სარატოვს მიაშურა და არც შემცდარა. სარატოვში ჩასულმა ახალგაზრდა ქართველმა ერთ-ერთ ადგილობრივ უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა პარალელურად მუშაობა მაღაზიაში დაიწყო.