აპრილში, თბილისში 10-12 ელექტრომობილ ტაქსს "ჯინო ფერედაისი" შემოიყვანს - ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუს” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რამაზ მიქაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ელექტრომობილებს ჩინეთს თვის ბოლოს შეუკვეთავენ, წლის ბოლომდე კი თბილისში 100 ელექტრომობილი ტაქსი შემოვა. ”გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თბილისის ზღვაზე მწვანე ქალაქს ვაშენებთ, ეს თემა ჩვენთვის ძალიან აქტუალური და თემატურად ახლოა. რა თქმა უნდა, ამას ქალაქისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ქალაქი ავტომანქანების გამონაბოლქვით ძალიან დაბინძურებულია,” - ამბობს რამაზ მიქაძე.
როგორც "ჯინო ფერედაისის" გენერალურმა დირექტორმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ტაქსის მომსახურების ფასი ბაზარზე კონკურენტული იქნება.
რამაზ მიქაძის განცხადებით, კომპანია ავტომობილების შემოყვანასთან ერთად თბილისის მასშტაბით ელექტრომობილების 12 დასამუხტ სადგურს მოაწყობს. მისივე თქმით, მერიაში ეს საკითხი უკვე განიხილება და ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები საბურთალოზე, ვაკეში, შარდენზე, სადგურის მოედანსა და კიდევ რამდენიმე ადგილას მოეწყობა.