ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა შესაძლებელი.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ96 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.