ვახტანგ ბუცხრიკიძე - სესხების გალარების კუთხით, ,,თიბისი ბანკში” გუშინ რეკორდული დღე იყო

სესხების გალარების კუთხით, ,,თიბისი ბანკში” გუშინ რეკორდული დღე იყო - ამის შესახებ ,,თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ სესხების გალარების პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ის კმაყოფილი არ იყო სესხების გალარების პროგრამის ტემპით, ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ არც ახალაა კმაყოფილი, თუმცა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

მისივე თქმით, ერთი კვირის განმავლობაში გალარებული სესხები როგორც მოცულობაში, ასევე რაოდენობაში იზრდება.

,,თიბისი ბანკის” მაგალითზე ამ მიმართულებით გუშინ გვქონდა რეკორდული დღე, ყოველდღიურად ვაკონტროლებთ რა ხდება. რაოდენობრივად და მოცულობაში საკმაოდ გაიზარდა. ეს არის დაახლოებით, 10%-ზე ნაკლები. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტში გაცილებით დიდი აქტიურობა იქნება”, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვის მანძილზე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.