ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს დღეს არსებული დაფინანსების წესი შესაცვლელი არ არის. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ,,რესპუბლიკური პარტიის” იმ ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, პარტიის ლიდერებმა ხელისუფლებას საპატრიარქოს დაფინანსების არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდეს.
,,მე ვთვლი, რომ ეს ნაწილი შესაცვლელი არ არის. მივიჩნევ, რომ ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული დონიდან გადასაწყვეტი არ არის და ეს გადასაწყვეტია საერთო-სახალხო განხილვის შედეგად”, - განაცხადა გახარიამ.