მიმდინარე წლის იანვარში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასული წლის იანვართან შედარებით, 2017 წლის იანვარში ნავთობპროდუქტების წილი მთლიანად საქართველოს იმპორტში 3%-ით არის შემცირებული.
აღნიშნული პროდუქციის იმპორტმა გასულ თვეში 23 მილიონი დოლარი შეადგინა; 2016 წლის იანვარში კი ეს მონაცემი 32 მილიონი დოლარი იყო.
2017 წლის იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.