„ნასას“ ასტრონომებმა დედამიწის მსგავსი შვიდი პლანეტა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ "ნასას" სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
პლანეტები ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის ორბიტალურ ზონაში მოძრაობს, სადაც საკმარისი სითბო და სინათლეა წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობისთვის. აღნიშნული პლანეტები დედამიწიდან თითქმის 40 სინათლის წლით არის დაშორებული.
„ვფიქრობ, უდიდესი აღმოჩენა გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ დავადგინოთ, არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა“, - განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომმა ამორი ტრიომ.
მეცნიერები ვარაუდობენ, თუკი ამ პლანეტებზე სიცოცხლე ჯერ არ არის, შესაძლებელია, რომ სიცოცხლე განვითარდეს.