McDonald’s-მა „მაკკაფეს“ რეკლამაში ჰიპსტერულ კაფეებს დასცინა

პოპულარული ამერიკული რესტორნების „მაკდონალდსის“ ბრიტანულმა ქსელმა „მაკკაფეს“ ახალ რეკლამაში ჰიფსტერულ კაფეებს „ზედმეტი დახვეწილობისა“ და ყავის მომზადებისას „გადაჭარბებული მზრუნველობისთვის“ დასცინა.

სარეკლამო რგოლი ცნობილმა სააგენტო Leo Burnett-მა დაამზადა. ვიდეოში ნაჩვენებია ჰიპსტერული კაფეები, სადაც მისული მომხმარებელი გაკვირვებული რჩება ქილებში, ასევე მინიატურულ ჭიქებში დასხმული ყავით, მცირე ზომის ძვირად ღირებული კექსებით, კაფეებში მაგიდების ნაცვლად დადგმული ჩოგბურთის მაგიდებით და მაღალი ფასებით. ამით „შეშფოთებული“ ერთ-ერთი მომხმარებელი კი ამბობს: „მე უბრალოდ ყავის დალევა მინდოდა“.

ამ ყველაფრის შემდეგ მომხმარებელი კვლავ „სადა და მარტივად გასაგებ“ „მაკკაფეში“ მიდის.