ორი თვის განმავლობაში, თბილისის 50 ქუჩაზე, ბაღებში, პარკებში, მეტროპოლიტენში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება, რაც ასობით ელექტრონულ წიგნს ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის“ , - ამის შესახებ „თიბისი ბანკი“ იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ელექტრონული ბიბლიოთეკის ორიგინალური სტენდების განთავსება 300-მდე წერტილში იგეგმება, რაც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.
პროექტის განხორციელება ქართველი მწერლების სახელობის ქუჩებით დაიწყო.
„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად ახორციელებს. ეს არის სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას მისცემს, ქალაქში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდებიდან, მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით, უფასოდ ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის ელექტრონულ მოწყობილობაში. ამისათვის საჭიროა, მკითხველი აპლიკაცია Saba Reader-ის მომხმარებელი იყოს.
სულ, თბილისის მასშტაბით, ელექტრონული ბიბლიოთეკის ორიგინალური სტენდების განთავსება 300-მდე წერტილში იგეგმება. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.
ელექტრონული ბიბლიოთეკების მონტაჟი უკვე დაწყებულია და აპრილისთვის დასრულდება. პროექტის განხორციელება ქართველი მწერლების სახელობის ქუჩებით დაიწყო. 50 მწერლის სახელობის ქუჩებზე, მათი ნაწარმოებების ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება. ეს იქნება ორიგინალური კონსტრუქციები, რომლებიც ქუჩის მანიშნებელთან ერთად, შეიცავს მწერლის ნაწარმოებების ჩამონათვალს და მათი ელექტრონული ვერსიების ჩამოსატვირთ QR კოდებს.
გარდა მწერლების სახელობის ქუჩებისა, ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 12 პარკშიც განთავსდება. ქუჩების და პარკების შემდეგ კი, ელექტრონულ წიგნებს თბილისის მეტროპოლიტენშიც იპოვით. ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების დადგმა მეტროს ყველა სადგურზეა დაგეგმილი“, - აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაში.