2017 წლის 22 თებერვალს კომპანია "ინსორსმა" განაახლა ბიზნეს კაფეს შეხვედრები. რიგით მერვე შეხვედრა სასტუმრო ჰოლიდეი ინ თბილისში გაიმართა, სადაც ბიზნეს კონსულტანტმა და ანტერპრენიორმა გუგა ცანავამ წარადგინა თემა “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”.
ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015-2016 წლებში "პაშა ბანკის" ექსკლუზიური პარტნიორობით იქნა ინიცირებული და განხორციელებული. "პაშა ბანკი" ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. "პაშა ბანკი" მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
აღნიშნული პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების გაზიარების მიზნით რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. პროექტის მიმართ დიდ ინტერესს იწვევს მისი მრავალფეროვანი თემატიკა და მოწვეული სპიკერების უნიკალური ცოდნა და გამოცდილება ამა თუ იმ სფეროში, ასევე მისი ინტერაქტიული ფორმატი, რომელიც ჩართვის და დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს დამსწრეებს.
ბიზნეს კაფეს წარმატებასთან ერთად გაიზარდა მის მიმართ ინტერესიც და 2017 წლიდან პროექტს ახალი სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი.
„მოხარული ვართ, რომ უკვე მესამე წელია ვთანამშრომლობთ კომპანია ინსორსთან და მოგვეცა საშუალება, ვიყოთ ბიზნეს კაფეს პროექტის გენერალური სპონსორი. ამასთანავე, მივესალმებით პროექტის ახალ პარტნიორებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა დადებითად აისახება მის წარმატებაზე და განვითარებაზე. წლის პირველი შეხვედრა საკმაოდ დინამიური და ინფორმაციული გამოვიდა, მონაწილეთა კმაყოფილება და დასწრების მსურველების მზარდი რაოდენობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბიზნეს კაფეს პროექტი შედგა და მას ინტერესით ელიან,“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, "პაშა ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნეს კაფეს შეხვედრების მოდერატორებს შორის იყვნენ: