23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6014 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6029 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 24 თებერვალს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 24 თებერვლისთვის 2.7434 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7333 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.01 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 24 თებერვლისთვის 0.7268 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7200 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.68 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 24 თებერვლისთვის 3.2432 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2411 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.21 შეადგინა.