მონიტორინგის ცენტრ „მედიატორისა“ და „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ, მხოლოდ 8 თანამდებობის პირთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვს 4 949 ხელშეკრულება , რომლის ჯამური ღირებულება 131 798 784 ლარს შეადგენს.
მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ბიძინაშვილმა და „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კვლევის შუალედური შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც ე.წ. მილიონერთა სიასა და მათ ბიზნესინტერესებს ეხება.
კვლევაში საუბარია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის, ასევე ”ქართული ოცნების” შვიდი დეპუტატისა და მათი ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობაზე. პრეზენტაციის ავტორების თქმით, ხელშეკრულებების 90% ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე არის დადებული.
„მედიატორისა“ და „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, დეპუტატ იოსებ მაკრახიძის კუთვნილ შპს ”იბიოლის“, რომლის საქმიანობაა სამშენებლო სამუშოები და სამოქალაქო მშენებლობა, სახელმწიფოსთან დადებული აქვს 59 ხელშეკრულება. ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხა - 7 387 598 ლარია (2 008 218ლ - ყველაზე მაღალფასიანი), ტენდერიდან აღებული თანხა - 75 944 160 ლარია, სულ ხელშეკრულებების ღირებულება 83 331 758 ლარს შეადგენს.
პრეზენტაციის ავტორების ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის 7 კომპანიას, ტენდერის გარეშე გაფორმებული აქვს 2679 ხელშეკრულება ჯამურად 29 791 065 ლარის ღირებულებით. კერძოდ, შპს „იბერია ავტო ჰაუსს“, რომლის საქმიანობაა ავტომობილები, მათი შეკეთება და ტექმომსახურება, დადებული აქვს 108 ხელშეკრულება ( 2012 წლიდან) და ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხა 2 020 628 ლარს შეადგენს. შპს „იბერია სერვისს“, რომლის საქმიანობაა ავტომობილები, მათი შეკეთება და ტექ.მომსახურება, დადებული აქვს 590 ხელშეკრულება (2012 წლიდან) და ხელშეკრულების თანხა 3 208 526 ლარს შეადგენს. შპს „იბერია ავტო ლენდის” საქმიანობაა ავტომობილები, მათი შეკეთება და ტექმომსახურება, დადებულია 495 ხელშეკრულება (2012 წლიდან), თანხა ხელშეკრულებიდან 3 666 250 ლარს შეადგენს. შპს „კია მოტორს ჯორჯიას“ საქმიანობაა ავტომობილები, მათი შეკეთება და ტექმომსახურებაა, დადებული ხელშეკრულების ოდენობა 1375-ია (2012 წლიდან), თანხა ხელშეკრულებიდან - 20 434 778 ლარს შეადგენს. შპს“ სითი სპორტის“ დადებული ხელშეკრულება 10-ია (2012 წლიდან), თანხა ხელშეკრულებიდან 8651 ლარს შეადგენს. შპს „ავტო სერვის კავკასიას“ საქმიანობა -ავტომობილები, მათი შეკეთება და ტექმომსახურებაა, დადებული ხელშეკრულების რაოდენობა 36-ია (2014 წლიდან ), თანხა ხელშეკრულებიდან 22 247 ლარს შეადგენს. შპს „ავტო სტილის“ საქმიანობაა ავტომობილები, მათი შეკეთება და ტექმომსახურება. დადებული ხელშეკრულების რაოდენობაა 65 (2012 წლიდან), თანხა ხელშეკრულებიდან - 429 985 ლარია.
ინფორმაცია მოცემულია დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის შესახებაც. კერძოდ, კვლევის თანახმად, ნინო წილოსანის მეუღლის, ვლადიმერ აბულაძის კუთვნილი სს „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“, შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ ტენდერებიდან მიღებული თანხა 7 225 152 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, კვლევაში მოყვანილია ინფორმაცია დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილის საქმიანობის შესახებ. კერძოდ, „პსპ ფარმას“, რომლის საქმიანობა ფარმაცევტული პროდუქტებია, დადებული აქვს 353 ხელშეკრულება. თანხა ხელშეკრულებიდან 2 856 332 ლარს (874 497 ლ - ყველაზე მაღალფასიანი) შეადგენს, ტენდერი 105-დან 64 -თანხა 5 726 959 ლარია. „პსპ დაზღვევას“, რომლის საქმიანობაა ფარმაცევტული პროდუქტები, დადებული აქვს 90 ხელშეკრულება, თანხა ხელშეკრულებიდან - 833 009 ლარს შეადგენს (89 805ლ - ყველაზე მარალფასიანი). შპს „პსპ აფთიაქს”, რომლის საქმიანობაა ფარმაცევტული პროდუქტები, დადებული აქვს 1275 ხელშეკრულება. თანხა ხელშეკრულებიდან -1 428 200 ლარს შეადგენს. შპს „ჯი-ემ-პის “ საქმიანობაა ფარმაცევტული პროდუქტები, დადებულია ერთი ხელშეკრულება, თანხა ხელშეკრულებიდან -116 478 ამერიკული დოლარია, სულ გაფორმებულია 1719 ხელშეკრულება - 6 147 342.8 ლარის ღირებულებით.
კვლევაში მოყვანილია ინფორმაცია დეპუტატ გრიგოლ მიქელაძის შესახებ. კერძოდ, დეპუტატის კუთვნილ შპს ისნის სავაჭრო ცენტრს, რომლის საქმიანობაა სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები, დადებული აქვს 122 ხელშეკრულება, თანხა ხელშეკრულებიდან - 3 220802 ლარს, ტენდერიდან კი 25 000 ლარს შეადგენს, სულ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 3 245 802 ლარია.
„მედიატორისა“ და „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახის ბიზნესსაქმიანობის შესახებ, კერძოდ, დეპუტატის მამის, ომარ ქუცნაშვილის კუთვნილ შპს „ტექნოს“, რომლის საქმიანობაა სამედიცინო და ზუსტი საზომი აპარატურის შეკეთება და ტექმომსახურება დადებული აქვს 9 ხელშეკრულება, თანხა ხელშეკრულებიდან - 153 533 ლარია (85 295ლ -ყველაზე მაღალფასიანი), თანხა ტენდერიდან - 613 578 ლარია.
შპს „ჯეოინჟინირინგის“ საქმიანობა საინჟინრო მომსახურებაა, კომპანიას დადებული აქვს 12 ხელშეკრულება, თანხა ხელშეკრულებიდან - 413 623 ლარია (244 850ლ - ყველაზე მაღალფასიანი), სულ გაფორმებულია 21 ხელშეკრულება- 1 180 734 ლარის ჯამური ღირებულებით.
დეპუტატ გოჩა ენუქიძის კუთვნილი „იბერკომპანის“ საქმიანობა მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავებაა, დადებული ხელშეკრულების რაოდენობაა 298. თანხა ხელშეკრულებიდან - 722 468 ლარს, თანხა ტენდერიდან კი 101 700 ლარს შეადგენს. სულ: 824 168 ლარი.
კვლევაში საუბარია კიდევ ერთ დეპუტატზე, პრეზენტაციის ავტორების ინფორმაციით, ელგუჯა გოცირიძის კუთვნილ სს „ჩაჩავას კლინიკას“ დადებული აქვს 51 ხელშეკრულება, თანხა ხელშეკრულებიდან - 77 763 ლარს შეადგენს.
პრეზენტაციის ავტორებმა შესაბამის ორგანოებს კვლევაში წარმოდგენილი ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
”ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით, შეისწავლონ, ხომ არ ხდება თანამდებობის ბოროტად გამოყენება? ხომ არ ცდილობენ ეს ადამიანები თავისი თანამდებობა გამოიყენონ, რათა გააფორმონ ხელშეკრულება მათი კომპანიისთვის და აქედან გამომდინარე, მიიღონ კოლოსალური თანხები?” - აღნიშნა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, კვლევიდან ირკვევა, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს პოლიტიკურ კორუფციასთან.