1-ელი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

2017 წლის 1-ელი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, კომერციულ ბანკებს შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით არის წარმოდგენილი.

სებ-ის ცნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 32.9 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა და 30.2 მლრდ ლარი შეადგინა, თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 1.3 პროცენტით შემცირდა.

”საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია”, - განმარტავენ სებ-ში.