24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5883 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6014 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.31 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 თებერვალს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 25 თებერვლისთვის 2.7402 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7434 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.32 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 25 თებერვლისთვის 0.7241 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7268 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.27 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 24 თებერვლისთვის 3.2470 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2432 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.38 შეადგინა.