ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს 2017 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გიორგი ჩოგოვაძემ მიმდინარე და დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის შესახებ ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და პრობლემის გადაჭრის გზები განიხილეს.