ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია , - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.

მათივე ცნობით, ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ 126 - კმ 140 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ 1-კმ 126 ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.