,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართველმა სპეციალისტებმა ,,ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტი’’ შექმნეს. პროგრამა კომპანიების მართვის პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს. მისი გამოყენება შესაძლებელია საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნეს კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მართვის პროცესში.
,,ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტი’’ არის ქართული ტექნოლოგიური სიახლე, რომლესაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მე მეამაყება, რომ ის სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა. ახალ პროდუქტს შეუძლია, რევოლუცია მოახდინოს და საგრძნობლად გაამარტივოს ორგანიზაციების მართვის პროცესი. ფაქტობრივად, ეს არის ტექნოლოგიური ასისტენტი, რომელიც ინფორმაციასა და რეკომენდაციებს ყოველწუთიერად გაწვდის, ხშირ შემთხვევაში კი შეიძლება გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც ჩაერიოს. ბინზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ამ სისტემას უკვე გამოვიყენებთ და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის ორგანიზაციების ხვალიდნელი დღეა. ამ პროდუქტის დანერგვას აქტიურად დავიწყებთ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე,” - აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.
პროგრამა ორგანიზაციების მენეჯმენტს ფინანსური ოპერაციების, დაგეგმილი
აქტივობებისა და არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდის. ,,ორგანიზაციების მარვთის ხელოვნური ინტელექტი’’ მენეჯმენტს დაფიქსირებული პრობლემის მოგვარების გზებსაც სთავაზობს.
”შევიმუშავეთ 7 პარამეტრი, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ჩვენთვის საინტერესოა კონკურენტები, განვითარების ტენდენცია, ფინანსური მაჩვენებლები, ვალუტის კურსი, მომხმარებლების ჩართულობა, თანამშრომლების კმაყოფილება, ახალი ტექნოლოგიები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მენეჯერი უფრო ადეკვატურ მითითებებს გასცემს საკუთარ კომპანიაში,” - განმარტავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერი ზურა პერტაია.
,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ,,ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტის’’ შესაქმნელად სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.